|
2018-06-13 16:13:10, 705 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: აზერ სულეიმანოვს დეპუტატის მანდატი არ შეჩერებია
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებთი, აზერ სულეიმანოვს დეპუტატის მანდატი არ შეჩერებია. ამის შესახებ კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. „გავრცელდა ინფორმაცია ტელევიზიებით, მედიასაშუალებებით იმის თაობაზე, რომ თითქოს პარლამენტის წევრს, აზერ სულეიმანოვს დეპუტატის მანდატი შეუჩერდა და ეს არის გავრცელებული როგორც ჩემი განცხადება, რაც ბუნებრივია არ შეესაბამება სინამდვილეს, ეს მინდა მკაფიოდ განვმარტო. პარლამენტის წევრს, აზერ სულეიმანოვს დეპუტატის მანდატი არ შეჩერებია", - განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, „სტუდია მონიტორმა“ მოამზადა რეპორტაჟი, რომლის თანახმადაც, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის, მოქალაქე არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)