|
2018-06-12 15:56:26, 1369 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ იძლევა კარგ შესაძლებლობას, ახალი ინვესტიციები განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაში
ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, ქუმსიშვილმა „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში შექმნილი ახალი საწარმოს, „ალუტექჯორჯია"-ს ოფიციალური გახსნის ღონისძიებას დაესწრო. მისი თქმით, პროგრამა „აწარმოე საქართველოში", ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას „მილიონნახევარი ლარის ინვესტიცია და ორმოცი ახალი სამუშაო ადგილი - ეს არის სწორედ საწარმო „ალუტექ ჯორჯია", რომელიც აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა, მაღალხარისხიან ალუმინის კარ-ფანჯრებს. ჩვენ ვნახეთ ევროპული სტანდარტის საწარმო, რომელიც, პრაქტიკულად, თავიდან ბოლომდე ავტომატიზირებულია და მისი ხარისხი არის უმაღლესი. სწორედ ასეთ პროექტებს ქმნის პროგრამა „აწარმოე საქართველოში", რომელიც ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ადამიანებს და კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, რომ ახალი ინვესტიციები განახორციელონ ჩვენს ქვეყანაში" - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა. შპს „ალუტექ ჯორჯია" ალუმინის პროფილისა და მზა კარ-ფანჯრების მწარმოებელი ახალი საწარმოა, რომელიც პროგრამისმხარდაჭერით შეიქმნა. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 1 499 000 ლარს შეადგენს. კომპანიის მიერ აღებული სესხისპროცენტის თანადაფინანსებას ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში" ახორციელებს. საწარმო თბილისში, ქიზიყის ქ. #24-ში მდებარეობს. „აწარმოე საქართველოში" პროექტის ფარგლებში, უკვე მხარდაჭერილია 363 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციისმოცულობა 880 მლნ ლარზე მეტია. აღნიშნული პროექტებით შეიქმნება 14 000- ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი. რაც შეეხება პროგრამის მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის კომპონენტს, მის ფარგლებში 2015-2017 წლებშიმხარდაჭერილია 5 313 პროექტი და დაფინანსებულია 8 412 ბენეფიციარი. „აწარმოე საქართველოში" სააგენტოს მიერთანადაფინანსების სახით გაიცა 38 მლნ. ლარზე მეტი. დაფინანსებული პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 50 მლნ ლარამდეა.
(NS)
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)