21:25 - 18 Aug, 2026
|
2018-06-12 15:25:35, 762 ნახვა
კომენტარი
ქუცნაშვილი: ცვლილებები აუცილებელია - გაკეთდება ოფიციალური განცხადება
„მე ვფიქრობ, რომ ცვლილებები აუცილებელია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმაზაქარია ქუცნაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, უმრავლესობის სხდომის შემდეგ ოფიციალური განცხადება გაკეთდება. „ოფიციალური განცხადება გაკეთდება ამის თაობაზე, მივცეთ საშუალება უმრავლესობის წევრებს იმუშაონ. მე ვფიქრობ, რომ ცვლილებები აუცილებელია მთელი რიგი მიმართულებისთვის თვისობრივი ხასიათის დონეზე. გაკეთდება ოფიციალური განცხადება“, - აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი. შეგახსენებთ, „ექსპრესნიუსს“ სანდო წყარომ განუცხადა, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თანამდებობებს ტოვებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)