|
2018-06-12 13:37:24, 1061 ნახვა
სამართალი
ზაზა სარალიძე ადვოკატთან ერთად შსს-ს გენინსპექციაში იმყოფება
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარადის მამა, ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ადვოკატთან ერთად იმყოფება. როგორც ცნობილია სარალიძე გენინსპექციაში საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარი ინციდენტის გამო დაიბარეს. სარალიძემ სამართალდამცველები უფლებამოსილების გადამეტებაში დაადანაშაულა და მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვა. „მე გამაპოლიტიზირეს, თითქოს პოლიტიკურ მოთხოვნებს ვაყენებდი. გახარიას გადაცდომა არ იყო გუშინ? პირდაპირ მშვიდობიან მოქალაქეებზე რომ დაიწყო ზეწოლა და გაქრობა და გამოაცხადეს, რომ ტერორისტები შემოსულანო? ტერორისტები როგორ მოვიდნენ იმ აქციაზე ამაზე რატომ არ მცემენ პასუხს? საბანაძეა თუ ვინ, შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ თურმე მე შემხვედრია, უთქვამს, კარვები უნდა ავიღოთო, განმიმარტა სამართლებრივად და მე დავთანხმებივარ. სად შემხვდა, სად დამირეკა, რა სისულელეს ლაპარაკობს ეს ხალხი? როგორც კი საჭიროა მოითხოვს ჩემს აქციაზე დაბრუნებას მივატოვებ ყველაფერს და დავბრუნდები“, - აცხადებს ზაზა სარალიძე. შეგახსენებთ, სარალიძე და ზვიად კუპრავა ამტკიცებენ, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ზვიად კუპრავას და კიდევ ერთ პირს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)