13:10 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-12 15:32:45, 1725 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა მოსალოდნელი საკადრო ცვლილებებია.

შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრებიან.

მმართველი გუნდის წევრების ნაწილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ცვლილებების საჭიროებას ვერ ხედავს, ხოლო მეორე ნაწილი ცვლილებების მომხრეა.

თუ რა ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს მთავრობაში, უმრავლესობის წევრებს არ დაუკონკრეტებიათ, თუმცა „ექსპრესნიუსს“ სანდო წყარომ განუცხადა, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თანამდებობებს ტოვებენ. მან არც პრემიერ-მინისტრის შეცვლა გამორიცხა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics