|
2018-06-11 18:25:09, 776 ნახვა
კომენტარი
მაჩალიკაშილი: კარავი კი არა, ფეხქვეშ მიწაც რომ გამოგვაცალონ, მაინც აქ ვიდგებით
„კარავი კი არა, ფეხქვეშ მიწაც რომ გამოგვაცალონ, მაინც აქ ვიდგებით, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება“, - ასე გამოეხმაურა პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილის რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს. როგორც მან აღნიშნა, ძალოვანი უწყებები ცდილობენ, რომ აქცია დაშალონ. „მე და ჩემი მეუღლე გუშინდლიდან აქ ვართ. რაც შეეხება აქ მიმდინარე მოვლენებს, ეს არის იმის მცდელობა, რომ ეს უსასტიკესი დანაშაული ჩაფარცხონ, იყენებენ ყველა რესურსს. აქციები გაგრძელდება სანამ ჩემი და სარალიძის მოთხოვნები არ იქნება სისრულეში მოყვანილი. ეს კარვები რომ წაიღეს არაფერია, ჩვენ არ გვჭირდება კარვები. აქ ვიდგებით, ფეხქვეშ მიწას ხომ არ წაიღებენ, თუ იმასაც წაიღებენ მიწის ქვეშიდანაც დავიწყებთ ყვირილს. ჩვენ აქ ვიქნებით სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება“, - განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილმა. შეგახსენებთ, პოლიციამ დღეს რუსთაველის გამზირზე, საავტომობილო გზაზე განლაგებული კარვები აიღო და თავდაპირველად პარლამენტთან გადაიტანა. მოგვიანებით სამართალდამცველებმა კარვები დაშალეს და ტერიტორიიდან სატვირთო ავტომანქანით გაიტანეს. ადგილზე ამ დროისთვის სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. პარლამენტის ეზოში სპეცრაზმი იმყოფება, ხოლო სუს-ის ადმინისტრაციულ შენობაში, რომელიც პარლამენტიდან რამდენიმე ათეულ მეტრში მდებარეობს, წყლის ჭავლის მანქანები დგას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)