|
2018-06-08 19:06:23, 1455 ნახვა
სამართალი
პროკურატურა საგამოძიებო კომისიისთვის ხორავას ქუჩის საქმის მასალების გაცნობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მთავარი პროკურატურა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის მასალების გაცნობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, კომისიას მიეცა თანხმობა კანონით დადგენილი წესითა და ფარგლებში, სრული მოცულობით გაეცნოს როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს. „განსაკუთრებული საჯარო ინტერესის გათვალისწინებით გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 2018 წლის 7 ივნისს საქართველოს პროკურატურას წერილობით მომართა საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი არასრულწლოვანის მკვლელობის საქმის მასალებთან დაკავშირებით. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად არასრულწლოვნების მკვლელობის საქმე ორი ბრალდებულის მიმართ განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლომ, ხოლო ამავე შემთხვევასთან დაკავშირებული დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის ფაქტებზე განხილვა მიმდინარეობს ამავე სასამართლოში. გარდა ამისა, ზემოაღნიშნულ მკვლელობასთან დაკავშირებული დანაშაულების სხვა ფაქტებზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 64-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს მთავარი პროკურორისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, დროებით საგამოძიებო კომისიას მიეცა თანხმობა კანონით დადგენილი წესითა და ფარგლებში, სრული მოცულობით გაეცნოს როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს. საქართველოს პროკურატურა გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, მაქსიმალურად ეფექტურად და მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიასთან, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურებისა და „პროკურატურის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ფარგლებში“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)