11:50 - 14 Aug, 2026
|
2018-06-08 11:34:54, 574 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ჯემალ ქიქავას 80 წლის იუბილე მიულოცა
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ - ჯემალ ქიქავას დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა. ღვაწლმოსილ ექიმს საიუბილეო თარიღი აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ მიულოცა და რეგიონის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. ჯემალ ქიქავა არის "ჯანმრთელობის ცენტრ მედინას" – ლითოტრიფსიის განყოფილების გამგე. ის ასევე საქმიანობდა ქ. ბათუმის #1 საავადმყოფოში - ექიმ უროლოგად, იყო ქ. ქობულეთის რაიონის მთავარი ექიმი უროლოგი და ქ. ბათუმის მეზღვაურთა საავადმყოფოს ენდოუროლოგიის და ლითოტრიფსიის განყოფილების გამგე. სამედიცინო განათლება მიიღო ქ. ლენინგრადის #1 სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში. ღვაწლმოსილი ექიმი არის უროლოგთა ევროპული ასოციაციის წევრი.
(NS)
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)