|
2015-05-28 20:17:03, 796 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი აბაშიშვილი ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის საკითხზე კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის საკითხზე კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მან საბანკო სექტორის წარმომადგენლებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიცია გააცნო და აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ბანკირების მოსაზრებები მოისმინა. პრეზიდენტის მრჩეველთან შეხვედრას საქართველოს წამყვანი კომერციული ბანკების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. მათ შორის „თიბისი ბანკის“ დირექტორი, „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი, „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი, „ბაზის ბანკის“ გენერალური დირექტორი, „ვითიბი ბანკის“ დირექტორი, „ბანკი ქართუს“ გენერალური დირექტორი და სხვა. შეხვედრას ორგანიზება საქართველოს ბანკებისა და ბიზნესის ასოციაციებმა გაუწიეს. "აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ უკვე გვქონდა ერთი შეხვედრა ექსპერტებთან. დღეს იყო შეხვედრა საბანკო სექტორთან, რომელსაც ასევე პირდაპირ ეხება კანონის აღნიშნული ცვლილებები. ორივე ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ის ფორმა და შინაარსი, რომლითაც ახლა კანონპროექტია წარდგენილი აბსოლუტურად მიუღებელი, ნაჩქარევადაა მომზადებული და ძალიან ბევრ კითხვას ბადებს, რამდენად არის ეს პროფესიული დისკუსიის საგანი და ხომ არ არის აქ სხვა ტიპის გადაწყვეტილება. თავისთავად ცხადია, რომ როდესაც ასეთი ტიპის კანონპროექტი იქმნება, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პროფესიული წრეების ჩაბმულობას, იმ სფეროს, ამ შემთხვევაში საბანკო სექტორის მონაწილეობას, რომელსაც უშუალოდ ეხება აღნიშნული კანონპროექტი. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ არ მოხდეს აღნიშნული კანონპროექტის განხილვა მსგავსი ფორმითა და შინაარსით."- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
ივანიშვილის პრემიერი მზადაა ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანოს და რუსებს ამით დაეხმაროს
აშშ-ში ტანკერ Marinera-ს ქართველ კაპიტანს 10 თვიანი პატიმრობა და დეპორტაცია მიესაჯა
ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ღია წერილით მიმართავენ
კობახიძე- ქართული კულტურისთვის უცხოა რუსოფობია, გარეთ პატრონები, შიგნით აგენტურა, ყველა ერთად ცდილობს, გააღვივოს ეს კამპანია ჩვენს ქვეყანაში
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)