|
2018-06-07 16:55:16, 842 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე წყალსადენზე მიმდინარე სამუშაოებს პირადად გაეცნო
შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღები კომისიის წევრებს, მერიის სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებს ინფრასტრუქტურული პროექტებზე ყოველდღიური კონტროლი დაავალა, რათა ვადების დაცვით მოხდეს პოროექტებზე არსებული ხარვეზების გამოსწორება და დროული დასრულება. დღეს მონიტორინგის ფარგლებში მერმა ხელმძღვანელ პირებთან ერთად პირადად დაათვალიერა ფურტიო - ბუთურაული - ნენიის წყალსადენზე მიმდინარე სამუშაოები, რომელიც ჯარიმებით მიმდინარეობს და სამუშაოების მწარმოებლისგან მოისმინა ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობის შესახებ. ამ დროისათვის ექვს ლოკაციაზე მიმდინარეობს მიწის გრუნტის დამუშავება და ლითონის მილების ჩაწყობა-შედუღებითი სამუშაოები. სამუშაოების წარმოებაში დასაქმებულია 30-ამდე ადამიანი.
ფურტიო-ბუთურაული-ნენიის წყალსადენის მაგისტრალის მშენებლობა ზღვის დონიდან 1260 მ. სიმაღლიდან, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რაქვთიდან ხორციელდება და დასრულებული პროექტით შუახევის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის ფურტიოს, ბუთურაულის, ნენიის მოსახლეობა ისარგებლებს. სამუშაოებს შპს. ვლადნეფტპროდუქტის წარმომადგენლობა საქართველოში ახორციელებს. პროექტის ღირებულებაა 4 მლნ. 916. 999 ლარია. პროექტით განხორციელდება წყლის სათავე ნაგებობის მშენებლობა რაქვთაში, სასმელი წყლის გამანაწილებელი აუზის მშენებლობა ნენიაში, ფურტიოში, ბუთურაულში. კომპანიების წარმომადგენლების ინფორმაციით სამუშაოები გეგმაზომიერად მიმდინარეობს და პროექტები დადგენილ ვადებში დასრულდება. მერმა მათ მეტი მობილიზაციისკენ მოუწოდა და მონიტორინგისას გამოვლენილი ხარვეზების დროულად აღმოფხვრა დაავალა.
(NS)
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)