|
2018-06-06 16:10:44, 1393 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოსა და კორეას შორის საზღვაო-სანავიგაციო უზრუნველყოფის კუთხით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და კორეის რესპუბლიკის საოკეანო და თევზჭერის სამინისტროს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მხარეებს წარმოადგენენ კორეის საზღვაო საქმეთა და უსაფრთხოების ბიურო და სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური“. მემორანდუმი ითვალისწინებს ქვეყნებს შორის საზღვაო-სანავიგაციო უზრუნველყოფის კუთხით მჭიდრო თანამშრომლობას, სასწავლო კურსებსა და კონფერენციებში მონაწილეობას. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს თანამშრომელთა ურთიერთგაცვლით პროგრამებსა და სამუშაო პრაქტიკის გაზიარებას ნავიგაციის დამხმარე საშუალებების გასავითარებლად, რათა საზღვაო ტრანსპორტირებისას საზღვაო ინცინდენტების პრევენციის გზით მოხდეს ადამიანის სიცოცხლის, ქონებისა და გარემოს დაცვა. კონფერენციაზე განხილულ იქნა მსოფლიო ზღვებსა და ოკეანეებში უსაფრთხო ნაოსნობასთან დაკავშირებული თემები, ასევე IALA-ინდუსტრიული წევრი ქვეყნებისა და ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი იყო ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოფენა. კონფერენციის ფარგლებში ჩატარებული იქნა IALA -ს საბჭოს არჩევნები, სადაც საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის დირექტორი რევაზ ბაბილუა ორგანიზაციის სხვა წევრი ქვეყნების მიერ დელეგირებული იყო დამკვირვებლის სტატუსით.
(NS)
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)