19:33 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-06 14:52:17, 1069 ნახვა

კომენტარი
გიორგი ტატუნაშვილი: გამოძიების ობიექტურობაში ეჭვი არ მეპარება

გვითხრეს, რომ საქმეს წამების მუხლი დაემატა, შსს-ს მადლიერი ვარ, – ამის შესახებ არჩილ ტატუნაშვილის მამამ, გიორგი ტატუნაშვილმა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 მისი თქმით, გამოძიების ობიექტურობაში ეჭვი არ ეპარება.

„მე მქონდა კითხვები შუბლის და ცხვირის შესახებ. გვითხრეს, რომ ადგილი არ ჰქონია ტექნიკურ დაზიანებებს. გვითხრეს, რომ საქმეს წამების მუხლი დაემატა. შინაგან საქმეთა სამინისტრო თავიდანვე დამპირდა, რომ გვერდში დამიდგებოდა და მათი მადლიერი ვარ. დღესაც შეხვედრას ესწრებოდა შსს-ს წარმომადგენელი. შსს სულ ჩემ გვერდითაა. გამოძიების ობიექტურობაში ეჭვი არ მეპარება. გვითხრეს და გაგვარკვიეს, რომ ნატყვიარი შუბლზე არ ჰქონია“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ტატუნაშვილმა.

ცნობისთვის, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე ჩატარებული ექსპერტიზის სამედიცინო დასკვნაში,  სხეულზე 100-მდე დაზიანებაა აღწერილი.

ასევე, შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა დღეს განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილის საქმის გამოძიებას წამების კვალიფიკაცია დაემატა.

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. 

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 2018 წლის 20 მარტს გადმოასვენეს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics