|
2018-06-06 14:19:41, 1141 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე ენმ-ს: თეა წულუკიანი თქვენი ხელწამოსაკრავი ნამდვილად არ არის
„თქვენი ხელწამოსაკრავი ნამდვილად არ არის ქალბატონი თეა წულუკიანი. გირჩევნიათ თქვენი იუსტიციის მინისტრი გამოიძახოთ, ჩამოვიდეს და პასუხები გასცეს მართლმსაჯულებას“, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს წულუკიანის გადადგომის მოთხოვნასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიას, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ენმ-ს დეპუტატების განცხადებები განსხვავებულია და მათ მოუწოდა, ჩამოყალიბდნენ, სურთ თუ არა კომისიის მუშაობაში მონაწილეობა. „მე მგონი „ნაციონალური მოძრაობა“ კარგავს რეალობის შეგრძნებას ჩვენ თვალწინ, კიდევ ერთხელ. ერთის მხრივ იძახის, რომ კომისიის შექმნა არის ფარსიო და აქვე გვეუბნება, რომ მოდი შევქმნათ კიდევ ერთი კომისიაო. თუ შეიძლება ტაიმაუტი აიღეთ და იქნება მოილაპარაკოთ, ერთ პოზიციაზე ჩამოყალიბდეთ - გინდათ კომისიაში მონაწილეობა, თუ არ გინდათ. ცალი ხელით კომისიას რომ ითხოვთ და მეორე ხელით იძახით, რომ ეს ყველაფერი სიყალბე და ფარსია, როგორც მინიმუმ ეს ყველაფერი არასერიოზულად გამოიყურება. რაც შეეხება თეა წულუკიანს, თქვენი ხელწამოსაკრავი ნამდვილად არ არის ქალბატონი თეა და გირჩევნიათ თქვენი იუსტიციის მინისტრი გამოიძახოთ, ჩამოვიდეს და პასუხები გასცეს საზოგადოებას და მართლმსაჯულებას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. ცნობისთვის, მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობას პარლამენტი დღეს დაამტკიცებს.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)