02:03 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-06 11:49:50, 1276 ნახვა

ეკონომიკა
მიხალ ბონი: საქართველოში ციფრული განვითარების საკითხი ევროპარლამენტშიც უნდა განვიხილოთ

ევროპარლამენტის წევრი, პოლონეთის რესპუბლიკის გაციფროვნების ყოფილი მინისტრი მიხალ ბონი საქართველოს ციფრული განვითარების კუთხით ევროკავშირის მხარდაჭერის აუცილებლობაზე საუბრობს.

„როცა ევროპარლამენტში ჩვენ განვიხილავთ ევროპის მომავალსა და ციფრულ ევროპას, შესაძლებლობა გვექნება იმაზეც ვისაუბროთ, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოს, თუ არ გვინდა, რომ ის  მიმდინარე მოვლენებს ჩამორჩეს“, - ასეთ განცხადებას აკეთებს ევროპარლამენტარი, რომელიც თბილისში მიმდინარე EuroDIG 2018-ს - „ევროპული დიალოგი ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე“ ფორუმში მონაწილეობს.

მიხალ ბონის აზრით, ბევრი საკითხი არსებობს, რომელიც ევროპარლამენტში იქნას განხილლი საქართველოს ციფრული განვითარების დახმარების კუთხით, ასევე გამოყენებულ იქნას მხარდაჭერის არსებული მექანიზმები.

„ჩვენ ციფრულ ევროპაზე ვსაუბრობთ და ვფიქრობ, ეს ასევე გვაძლევს შესაძლებლობას ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ვითარებაა საქართველოშ ამ კუთხით, როგორია შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ქსელების ხელმისაწვდომობა და ელექტრონული მმართველობისკენ გადადგმული ნაბიჯები. ჩემი აზრით, საქართველოში ციფრული განვითარების საკითხი ასევე ევროპარლამენტშიც უნდა განვიხილოთ“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics