|
2018-06-06 11:45:50, 1159 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ლატვიის ახალ ელჩთან ორმხრივი ქართულ-ლატვიური ურთიერთობები განიხილა
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ლატვიის ახალ ელჩს საქართველოში ინგრიდა ლევრენცეს შეხვდა. პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ლატვიის ახალ ელჩს დანიშვნა მიულოცა და უსურვა წარმატებული საქმიანობა, რომელიც დადებითად აისახება საქართველოსა და ლატვიის სამომავლო ურთიერთობებზე. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველო - ლატვიის ორმხრივ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა, ტურიზმი, ტრანსპორტი, ასევე აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობის განვითარებაზე ელექტრონული სერვისების, სტარტაპებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭრისა და „მწვანე" - ტექნოლოგიების მიმართულებით. დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და ლატვიას შორის არსებული კავშირები გაღრმავდება, ხოლო თანამშრომლობის მიმართულებები მრავალფეროვანი და უფრო ნაყოფიერი გახდება. შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.
(NS)
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)