|
2018-06-05 19:03:53, 1313 ნახვა
სამართალი
სასამართლომ მეუღლის დაჭრაში ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ბრალდებული მ.ყ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-117-ე მუხლის პირველი ნაწილით. „სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქალაქ ზუგდიდში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევმა მ.ყ.-მ, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს მეუღლეს - ე.ჭ.-ს დანა ესროლა, რის შედეგადაც დაზარალებულმა მუცლის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო. სამართალდამცველებმა მ.ყ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111-117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მ.ყ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)