|
2018-06-05 15:47:35, 996 ნახვა
კომენტარი
ომბუდსმენი: ჩვენ დავიცავთ თითოეული მემანქანის უფლებებს, თუ რომელიმე მათგანი იქნება გათავისუფლებული
„სასამართლოს გადაწყვეტილება რომელმაც არ მისცა მათ საშუალება გაემართათ გაფიცვა, ნამდვილად საეჭვო იყო და დღემდე კითხვებს ბადებს“, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გაფიცულ მეტროს მემანქანეებთან შეხვედრისას ჟურნალისტებს განუცხადა. ლომჯარიას განცხადებით, თუ მემანქანეებს სამსახურიდან გაათავისუფლებენ, სახალხო დამცველის აპარატი მათ უფლებებს დაიცავს. ომბუდსმენი მერიას და გაფიცულ მემანქანეებს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს. „სახალხო დაცვის აპარატი პირველი დღიდან დღემდე არის ჩართული და აკვირდება მიმდინარე პროცესებს. ჩვენ უკვე გავაკეთეთ შეფასებები სასამართლოს გადაწყვეტილების და უარყოფითად იქნა ჩვენს მიერ შეფასებული. როდესაც გაფიცვას ეხება საქმე, კომიკურია გაფიცვის უფლება დასაქმებულებს ეძლევათ არასამუშაო საათებში. გაფიცვა გულისხმობს სამუშაო საათებში სამსახურისთვის თავიდან არიდებას, გაფიცვის უფლება არის გარანტირებული და უზრუნველყოფილი, აქიდან გამომდინარე ორივე მხარემ - დამსაქმებელმა და დასაქმებულმაც უნდა განაგრძონ მოლაპარაკებები რადგან ეს ამ შემთხვევაში არის გამოსავალი. სასამართლოს გადაწყვეტილება რომელმაც არ მისცა მათ საშუალება გაემართათ გაფიცვა ნამდვილად საეჭვო იყო და დღემდე კითხვებს ბადებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მოდის შრომის კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში და ამიტომ ჩვენ დავიცავთ თითოეული მათგანის უფლებებს, თუ რომელიმე მათგანი იქნება გათავისუფლებული“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ შეგახსენებთ, რომ მეტროს მემანქანეები 3 ივნისს 15:00 საათიდან გაიფიცნენ. გაფიცვის გამო, 4 ივნისიდან ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მენანქანეები ხელფასების 45 პროცენტით გაზრდას ითხოვენ.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)