|
2018-06-04 14:02:23, 1536 ნახვა
სამართალი
ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს ლომერ ჟორჟოლიანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს ლომერ ჟორჟოლიანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა ლომერ ჟორჟოლიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლომ დააკმაყოფილა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებული შესაძლოა მიიმალოს ან მტკიცებულებები გაანადგუროს. როგორც ბრალდებულის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ გადანაცხადა, აღნიშნულ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. წინასასამართლო სხდომა 25 ივნისს არის ჩანიშნული. შეგახსენებთ, 31 მაისს გაფიცულ ძიუდოისტებსა და ფედერაციის წარმომადგენლებს შორის კონფლიქტი სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღმაშენებლის გამზირზე ფედერაციის ვიცი-პრეზიდენტმა ლომერ ჟორჟოლიანმა ერთ-ერთი ძიუდოისტი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. სამართალდამცველებმა ჟორჟოლიანი დააკავეს, დაჭრილი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)