18:38 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-03 21:27:02, 1194 ნახვა

კომენტარი
ომბუდსმენი: ზაზა სარალიძე ნამდვილად არ გრძნობს თავს საფრთხის ქვეშ (ვიდეო)

ზაზა სარალიძე ამ ეტაპზე ნამდვილად არ გრძნობს თავს საფრთხის ქვეშ, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ნინო ლომჯარიამ განაცხადა ,მთელი დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეხვდა ზაზა სარალიძეს და ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია მისი ემოციური მდგომარეობა.

„მთელი დღის განმავლობაში რამდენჯერმე ვინახულე ის. ჩემთვის მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობა, ემოციური მდგომარეობა. მე ვმოქმედებ ბატონი ზაზას სურვილის შესაბამისად, ამიტომ განცხადებას, თუ სად იმყოფება იგი, ვერ გავაკეთებ, თუ სურვილი ექნება თავად იტყვის. თუმცა, მუდმივად ვაკონტროლებ, როგორ არის, რა ვითარებაშია. ამ ეტაპზე ის ნამდვილად არ გრძნობს თავს საფრთხის ქვეშ”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ დატოვა სარალიძემ ვაკის პარკში მიმდინარე აქცია, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ სარალიძე არის გადაღლილი და მძიმე ემოციურ მდგომარეობაში და აქციის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო

მისივე თქმით, ომბუდსმენის აპარატი ხვალიდან დაიწყებს ხორავას საქმეზე მომხდარი გამოძიების მონიტორინგს და ინფორმაციას ყოველდღიურ რეჟიმში მიაწვდის საზოგადოებას.

ლომჯარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან აქამდე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მასალებიც გამოითხოვეს.

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics