|
2018-06-03 14:45:45, 945 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე მოადგილესთან ომარ ტაკიძესთან ერთად მთა ჩირუხში იმყოფებოდა
შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე მოადგილესთან ომარ ტაკიძესთან ერთად მთა ჩირუხში იმყოფებოდა, შეხვდა მოიალაღეებს, დაათვალიერა გზებზე ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოები, მოიალაღეებისგან მოისმინა მთაში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია. მოიალაღეებმა მერს შიდა გზების მოწესრიგება სთხოვეს, რის მოგავარებასაც ხელმძღვანელი უახლოეს დღეებში დაპირდა. ფრიდონ ფუტკარაძე პირადად გაეცნო ასევე, ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში, შუბანი- ჩირუხის მიმართულებით ელექტრო გადამცემი ქსელების მოწყობის სამუშაოებს და შეხვდა სამუშაო ჯგუფს. სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. ელექტო გადამცემი ქსელის მოწყობასთან ერთად გამოიცვლება დაზიანებული ტრანსფორმატორებიც, რომლიც შესყიდვის პროცესი ამჟამად მიმდინარეობს. ჩირუხის მთაში საზაფხულო სეზონზე შუბნის თემის გარდა, ოლადაურის, დღვანის და უჩამბის მოსახლეობა ცხოვრობს. მალე მთაში საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა უფასო მომსახურების პროგრამაც ამოქმედდება,რომელიც მგზავრთა უფასოდ, ავტოტრანსპორტით გადაყვანას ითვალისწინებს.
(NS)
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)