00:03 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-03 13:43:42, 2622 ნახვა

მსოფლიო
იორდანიაში მესამე დღეა საგადასახადო რეფორმას აპროტესებენ

იორდანიაში მესამე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მთავრობის მიერ გადასახადების გაზრდის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

 BBC-ის ცნობით, საპროტესტო აქცია პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც აქციის მონაწილეებმა მთავრობის კანცელარიასთან მიახლოება სცადეს.

მომიტინგეების დასაშლელად ძალოვნებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. 

მომიტინგეების თქმით, ახალი კანონი, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით მომზადდა, საშუალო ფენის წარმომადგენელ მოქალაქეებს დააზარალებს.

დემონსტრანტები მეფეს მოუწოდებენ, დაითხოვოს პრემიერ-მინისტრი. მონარქმა თავის მხრივ, ყველა მხარეს კომპრომისის მოძიებისკენ მოუწოდა.

დემონსტრანტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა მეფე აბდულამ და განმარტა, რომ ქვეყნის ფინანსური მდგომარეობა სირიასა და ერაყში მიმდინარე მოვლენებმა გააუარესა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics