|
2018-06-02 22:03:15, 1401 ნახვა
სამართალი
შსს - მირზა სუბელიანთან გვქონდა კითხვები და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გაგვიჩნდება
მირზა სუბელიანთან გვქონდა კითხვები და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გაგვიჩნდება, – ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ პირველი არხის ეთერში, სუბელიანის შესაძლო დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, წინასწარ ვერ გააკეთებს პროგნოზს, თუ ვისი დაკავება იგეგმება. „კითხვები რა თქმა უნდა გვქონდა ამ პიროვნებასთან, მომავალშიც გაგვიჩნდება, დარწმუნებული ვარ. ჩვენ დავკითხავთ ყველა ადამიანს, ვისზეც მივიჩნევთ, რომ ფლობს ამ საქმესთან დაკავშირებით გარკვეულ ინფორმაციას და თუ მოვიპოვებთ მტკიცებულებებს, შევაგროვებთ სათანადო მტკიცებულებებს კონკრეტული პირის მიმართ, დავაკმაყოფილებთ იმ სტანდარტს, რომელიც აუცილებელია ბრალდების წარსადგენად. გარანტიას გაძლევთ, ყველა იმ პირის მიმართ, რომელსაც დავუდასტურებთ, რომ დანაშაული ჩაიდინა, დავიწყებთ სისხლისსამართვლებრივ დევნას“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ. შეგახსენებთ, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი, რომლის შვილი თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმეა, შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინ დაკითხეს. ხორავაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)