|
2015-05-28 11:26:39, 1165 ნახვა
პოლიტიკა
არასამთავრობო ორგანიზაციები „ქართული ოცნების“ მმართველობის ორ წელს აფასებენ
საქართველოში მოღვაწე 12 არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირველ ორ წელს აფასებს. კონფერეცია „თბილისი მარიოტში“ ამ წუთებში მიმდინარეობს. შემაჯამებელი ანგარიში საჯარო პოლიტიკის 20-ზე მეტ სფეროს ეხება. არასამათავრობოების შეფასებით, „ქართული ოცნების“ კოალიციის ორ წლიანი მმართველობის პირველ ორ წელს საჯარო და კერძო სფერო უფრო პლურალისტული და თავისუფალი იყო, ვიდრე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო წლებში. მიუხედავად ამ წინსვლისა, არასამთავრობოების მოსაზრებით, ქვეყნის წინაშე ბევრი სერიოზული გამოწვევა დგას. ანგარიშის ავტორი არასამათავრობო ორგანიზაციების შეფასებით, საანგარიშო პერიოდში თითოეული სფეროს მიხედვით იკვეთება როგორც მიღწევები, ისე გამოწვევები. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუკი საუბარია ქვეყნის მმართვის სისტემაზე ქვეყანა მაინც დგას იმ გამოწვევის წინაშე, რომ ჩვენ გვაქვს არაფორმალური მმართველობა, რაც გავლენას ახდენს დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე, ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის რეფორმა, რომელიც სიღრმისეულად უნდა ჩატარდეს. მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა ეფექტურად განახორციელოს აღმასრულელებელი ხელისუფლების კონტროლი, რაც დღეს გამოწვევად რჩება. ასევე მნიშვნელოვანია საჯარო სექტორის დეპოლიტიზაცია მოხდეს და იმ საჯარო მოხელეების უფლებები აღდგეს, რომლებიც უკანონოდ გათავისუფლდნენ. მნიშვნელოვანია, რომ მიღებული იქნას პოლიტიკური გადაწყვეტილება იმ ადამიანების მიერ, რომლებიც არჩეულები იყვნენ კონკრეტულ თანადებობებზე, რადგან მათ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიანიჭონ დემოკრატიულ ინსტიტუტებს“,-განაცხადა საერთაშორის გამჭვირვალობა- საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა. რაც შეეხება მიღწევებს, ანგარიშის ავტორი არასამათავრობო ორგანიზაციების შეფასებით, მიღწევაა რომ 2014 წლის 17 ივნისი საქართველოს მთავრობის დადგენილებით მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება 7 საერთაშორისო და 5 არასამთავრობო ორგანიზაციას ეთხოვა; მიგრაციის სამთავრობო კომისიის სამდივნოს მიერ შემუშავდა უნივერსალური დოკუმენტი მიგრაციის მეგზური, რომელიც მოიცავს ინფორმაციას, როგორც პოტენციური ემიგრანტებისთვის, ასევე იმიგრანტებისთვის; 2014 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონი „დიკსრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ,“ რაც განსაკუთრებული ვნებათაღელვის ფონზე მოხდა და მიუხედავად საბოლოო ვერსიის კრიტიკისა მაინც მნიშველოვანდ ფაქტად შეფასდა; ასევე ორგანიზაციების შეფასების მიღწევაა, რომ 2014 წლის 8 ოქტომბერს თბილისში არალეგალ მიგრანტთა დროებით განთავსების ცენტრი გაიხსნა, რომელიც საქართველოში უკანონდ მყოფ 80 პირზეა გათვლილი; გარდა ამისა, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად 400 ათასი ლარის გამოყოფა არასამთავრო ორგანიზაციების მიერ მიღწევად ფასდება. ანგარიშის განხილვას მთავრობის წარმომადგენლები, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და ელჩები ესწრებიან. ანგარიშის ცალკეული თავები მოამზადეს არასამთვრობო ორგანიზაციებმა: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა, ადამიანის უფლებათა ცენტრმა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა, იდენტობამ, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა, კონსტიტუციის 42-მუხლმა, მრალფეროვანმა საქართველომ, მწვანე ალტერნატივამ, პარტიორობა ადამიანის უფლებებისთვის, საერთაშორი გამჭვირვალობა საქართველო, სამოქალაქო განვითარების სააგენტო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს რეფორმების ასოციაციამ და ფონდ ღია საზოგადოება საქართველომ.
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)