|
2018-06-01 01:52:54, 1266 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: პარლამენტთან ჩემი მისვლა უმრავლესობამ პოზიტიურად მიიღო, თუმცა მცირე ჯგუფმა განცხადების გაკეთების საშუალება არ მომცა
„ჩემი მისვლა იქ მდგომი ადამიანების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მიიღო პოზიტიურად, მაგრამ პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მცირე ჯგუფმა არ მომცა საშუალება ბოლომდე გამეკეთებინა ჩემი განცხადება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან პარლამენტთან მისვლის მიზეზი განმარტა და აღნიშნა, რომ პირველ რიგში, სურდა მოკლული დავით სარალიძის მამისთვის და სხვა გარდაცვლილების მშვობლებისთვის თანაგრძნობა გემოეცხადებინა. „ჩვენი ხელისუფლება არის ხალხის არჩეული ხელისუფლება. ყოველთვის ვიდექი და ვდგავარ ჩემი ხალხის გვერდით. არასდროს მოვრიდებივარ, რომ მივსულიყავი აქციის მონაწილეებთან. პირველ რიგში მივსულიყავი მოკლული ახალგაზრდა კაცის მამასთან და სხვა გარდაცვლილების მშობლებთან, რომლებიც იქ დგანან. გავაკეთე ეს მიუხედავად იმისა რომ აბსოლუტურად ყველა მეუბნებოდა და ვიცოდი, რომ პროვოკაციები იყო მოსალოდნელი. ყველამ დაინახა, რომ ჩემი მისვლა იქ მდგომი ადამიანების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მიიღო პოზიტიურად, მაგრამ პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მცირე ჯგუფმა არ მომცა საშუალება ბოლომდე გამეკეთებინა ჩემი განცხადება“, - აღნიშნა პრემიერმა. ცნობისთვის, აქციის მონაწილეებთან დღს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მივიდა, თუმცა მომიტინგეებმა მას სხვადასხვა ნივთები ესროლეს და სიტყვის დასრულების საშუალება არ მისცეს. ამის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგი გამართა. მან აღნიშნა, რომ ხვალიდან ხორავაზე მოზარდების მკვლელობის საქმეს შსს გამოიძიებს და ამ პროცესს შს მინისტრი გიორგი გახარია უხელმძღვანელებს. ასევე, პრემიერმა განაცხადა, რომ მოკლული მოზარდების მშობლებს საშუალება ექნებათ, გამოძიებისგან ინფორმაცია ყოველდღიურად მიიღონ. პრემიერი მთავარი პროკურორის გადადგომასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იუსტიციის მინისტრს დაავალა, ახალი მთავარი პროკურორი მაქსიმალურად ფართო ფენების ლეგიტიმაციით იქნას შერჩეული.
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)