|
2018-05-31 15:40:35, 1171 ნახვა
სამართალი
მთავარი პროკურორი ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში სხვა პირების მონაწილეობას არ გამორიცხავს
მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში სხვა პირების მონაწილეობას არ გამორიცხავს. ამის შესახებ შოთაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. “მე არაფერს არ გამოვრიცხავ. ეს პროცესი გაგრძელდება და ის საგამოძიებო მოქმედებები, რაც მაგალითად ბატონი ზაზა სარალიძე მიიჩნევს, რომ ჩასატარებელია, ჩვენ მზად ვართ ჩავატაროთ, ყველაფერი გავაკეთოთ“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ. შეგახსენებთ, გასული წლის პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად ორი მოზარდი მოკლეს. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი- ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანია დაპატიმრებული, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიეცა.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)