|
2018-05-31 12:47:01, 1137 ნახვა
კომენტარი
სარალიძე: შოთაძე გამოვიდეს და გამცეს პასუხი ვინ არის ჩემი შვილის მკვლელი - ყველა შვილმოკლულ მშობელს მოვუწოდებ, შემომიერთდით
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადეს ხმაური იყო. ერთ-ერთი მოკლული მოზარდის მამის ზაზა სარალიძის განცხადებით, ის სასამართლოს განაჩენს არ ეთანხმება. სარალიძემ აღნიშნა, რომ მას სისტემა დაუპირისპირდა. "შოთაძე გამოვიდეს და გამცეს პასუხი ვინ არის ჩემი შვილის მკვლელი. სისტემა დამეჯახა და ამ სისტემას ქართველი ხალხის გვერდით დგომით დავანგრევ. ყველა შვილმოკლულ მშობელს მოვუწოდებ, შემომიერთდით“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი გ.ბ ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში სასამართლომ დამნაშავედ ცნო, მაგრამ გაამართლა დავით სარალიძის საქმის ნაწილში. მეორე ბრალდებული გ.ჯ სასამართლომ დავით სარალიძის საქმესთან დაკავშირებით დამნაშავედ ცნო, თუმცა არა მკვლელობის, არამედ განზრახ მკვლელობის მცდელობაში. რაც შეეხება სასჯელის ოდენობას აღნიშნულთან დაკავშირებით მოსამართლე ცალკე სხდომას ჩანიშნავს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)