|
2018-05-30 13:39:14, 1674 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: საქართველოს ეკონომიკისადმი საერთაშორისო ინვესტორების ნდობა ყოველწლიურად იზრდება
მიმდინარე წლის მარტში სარეიტინგო კომპანია „Fitch"-მა გააუმჯობესა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურის მიმართულებით. პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკა წლიდან წლამდე ხდება უფრო სტაბილური და გამძლე შოკების მიმართ. მანვე დასძინა, რომ ასევე ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკისადმი საერთაშორისო ინვესტორების ნდობა ყოველწლიურად იზრდება. აღნიშნული განცხადება პირველმა ვიცე-პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ბრიფინგის თემას 2018 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკის ზრდის წინასწარი მაჩვენებლები წარმოადგენდა. წინასწარი შეფასებით, 2018 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება პირველი ოთხი თვის მაჩვენებელს, იანვარ-აპრილის საშუალო ზრდამ 5.5 პროცენტი შეადგინა.
(NS)
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)