|
2018-05-30 13:32:45, 1553 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში დაბრუნებულ 339 მიგრანტს მცირე ბიზნესის დასაწყებად გრანტი გადაეცა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოში დაბრუნებულ 339 მიგრანტს მცირე ბიზნესის დასაწყებად გრანტი გადაეცა. დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი კახეთის რეგიონში იმ დაბრუნებულ მიგრანტებს შეხვდა, რომლებსაც სახელმწიფომ პროექტები დაუფინანსა. დღეს, არალეგალური ემიგრაციიდან დაბრუნებულ მიგრანტებს საკუთარი შემოსავალი აქვთ და ქვეყნის დატოვებაზე აღარ ფიქრობენ. 12-წლიანი, არალეგალური, ემიგრაციიდან დაბრუნებულმა ქეთევან მიშიძემ, რეინტეგრაციის პროგრამის დახმარებით, ხის სადურგლოსათვის საჭირო იარაღები შეიძინა და დღეს, მეუღლესთან ერთად, საოჯახო ბიზნესი აქვს. გერმანიიდან დაბრუნებულმა იროდიონ მამუკაშვილმა გრანტის საშუალებით თელავში საოჯახო სასტუმრო გააკეთა. მებოცვრეობის პროექტი დაუფინანსდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნებულ გიორგი მიქელაძეს. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცა რუსეთიდან დაბრუნებულ მარიამ კაციაშვილს, რომელსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში მარწყვის ბაღი აქვს. „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის“ ფარგლებში, კახეთის რეგიონში, ჯამში, 28 პროექტი დაფინანსდა.
(NS)
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)