|
2018-05-29 20:30:43, 1333 ნახვა
კომენტარი
პროკურორი - ჩვენ ვითხოვთ ორივე ბრალდებულის დამნაშავედ ცნობას და კანონის სრული სიმკაცრით დასჯას
„ჩვენი პოზიცია არის ორივე ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა მათთვის წარდგენილ ბრალდებაში და კანონის სრული, შესაბამისი სიმკაცრით დასჯა“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორმა, მარიკა გოგოხიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დასკვნით სიტყვაში ბრალდების მხარემ ყველა ის მტკიცებულება მიმოიცილა, რაც საქმეშია. „სამი საათის განმავლობაში სასამართლო ისმენდა ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვას. ჩვენ მიმოვიხილეთ აბსოლუტურად ყველა მტკიცებულება, რაც არსებობს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში. ჩვენ გამოვითხოვეთ სასამართლოდან ყველა სხდომის ოქმი, და მოვახდინეთ მოწმეთა მიერ გაჟღერებული თითოეული სიტყვის აკრეფა და სასამართლოში წარმოვადგინეთ უშუალოდ ის ფრაზები, ზოგიერთი ფრაზები ციტატასაც წარმოადგენდა. ეს იყო პირდაპირი მტკიცებულებები და ფაქტის შემსწრე პირთა მიცემული ჩვენებები. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა ხვალ განახლდება. ხვალინდელ პროცესზე დასკვნითი სიტყვით დაცვის მხარე წარდგება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)