|
2018-05-29 14:48:05, 1404 ნახვა
სამართალი
პროკურორი: დღეს არ გასაჯაროვებულა არც ერთი ისეთი მასალა, რომელიც კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მოდის
"არსებობს არასრუწლოვანთა კოდექსი, რომელიც ადგენს უშუალოდ არასრუწლოვანთა მიმართებით არსებულ რეგულაციებს“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა მარიკა გოგოხიამ განაცხადა. მისი თქმით, კოდექსიდან გამომდინარე, პროკურატურის მხრიდან არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. „გასაჯაროვდა მტკიცებულებების ნაწილი, რომელიც საზოგადოებისთვის იყო საინტერესო და წინა დღეებში გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე, მოხდა საზოგადოების ინფორმირება. არსებობს საქმის მასალების ნაწილი რომლის გასაჯაროვება არ არის მიზანშეწონილი და დღეს არანაირად არ გასაჯაროვებულა არც ერთი ისეთი მასალა, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან - არ დარღვეულა არც ერთი ნორმა. ისევე როგორც პროკურატურას, ადვოკატებსაც შეუძლიათ, გამოიყენონ ისეთი სახის მასალა, რომლითაც არ დაირღვევა სისხლის სამართლის კოდექსის რომელიმე პრინციპი, რაც ჩვენი მხრიდან რა თქმა უნდა არ განხორციელებულა“, - განაცხადა მარიკა გოგოხიამ. თავის მხრივ, საპირისპიროს ამბობს ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე. იგი აცხადებს, რომ პროკურატურას საქმის მასალების გასაჯაროვების უფლება არ ჰქონდა. შეგახსენებთ, დღეს პროკურატურამ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მტკიცებულებების ნაწილი და ვიდეოკადრები გაასაჯაროვა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)