|
2018-05-29 12:14:50, 1350 ნახვა
სამართალი
პროკურატურა - მირზა სუბელიანი პეკინის ქუჩაზე ვითარებაში გარკვევის და შვილის პოლიციაში წარდგენის მიზნით იმყოფებოდა
პროკურატურა - მირზა სუბელიანმა, მისი არასრულწლოვანი შვილი პოლიციაში თავად წარადგინა მირზა სუბელიანი, 2017 წლის პირველ დეკემბერს პეკინის ქუჩაზე ნამდვილად იმყოფებოდა, - ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა მალხაზ კაპანაძემ განაცხადა. როგორც მან განმარტა, გამოძიებით დადგინდა, რომ სუბელიანის აღნიშნულ მისამართზე მისვლის მიზანს ვითარებაში გარკვევა, მისი შვილის პოლიციაში წარდგენა და სამართალდამცველებთან თანამშრომლობა წარმოადგენდა. „მან შემთხვევიდან 3 საათში მისი არასრულწლოვანი შვილი პოლიციაში წარადგინა და როგორც კანონიერი წარმომადგენელი საგამოძიებო მოქმედებას - დაკითხვას დაესწრო. ის ასევე თავის ნათესავებს პოლიციასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებდა, რაც დადასტურებულია როგორც გამოძიების ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით. ამასთან საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მირზა სუბელიანი საქართველოს პროკურატურაში მუშაობდა კადრების დეპარტამენტში და მას არანაირი შეხება არ ჰქონია საპროკურორო საქმიანობასთან, ხოლო ინციდენტიდან მალევე მან მიმართა მთავარ პროკურორს სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნით, რაც დაკმაყოფილებული იქნა საქართველოს მთავარი პროკურორის მიერ“, - განაცხადა პროკურორმა მალხაზ კაპანაძემ.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)