|
2018-05-28 14:33:02, 1131 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენმა ევროპულ სასამართლოს „რ2-ის“ საქმეზე სასამართლო მეგობრის მოსაზრებით მიმართა
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 და სხვები საქართველოს“ წინააღმდეგ სასამართლო მეგობრის მოსაზრებით მიმართა. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ნინო ლომჯარიას თხოვნა საქმეში მესამე მხარედ ჩართვის თაობაზე სასამართლომ 2018 წლის 4 აპრილს დააკმაყოფილა. სასამართლო სექციის პრეზიდენტის მითითების შესაბამისად, სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი მოსაზრებები არ ეხება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და დავის არსებით მხარეს. მოსაზრებებში სახალხო დამცველი შემოიფარგლა საკუთარი მანდატით და ყურადღება გაამახვილა საქმის მნიშვნელობის, ასევე ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს კუთხით არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე. სასამართლოს რეგლამენტით დადგენილი პროცედურის შესაბამისად, მხარეებს, განმცხადებლებსა და მთავრობას შესაძლებლობა ექნებათ სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში წარდგენილ საკითხებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა სასამართლო მეგობრის მოსაზრებით სტრასბურგის სასამართლოს მეორედ მიმართა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)