|
2018-05-28 14:10:23, 1319 ნახვა
სამართალი
IDFI: კითხვები გვაქვს ზოგიერთი ხარჯის რაციონალურობაზე, მაგალითად სასამართლოს თავმჯდომარემ 180 ათას ლარიანი მანქანა შეიძინა
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს (IDFI) საკონსტიტუციო სასამართლოს ზოგიერთი ხარჯის რაციონალურობასთან დაკავშირებით კითხვები აქვს. როგორც IDFI-ის კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი ბერაიამ აღნიშნა, საუბარია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ავტომობილზე, რომელიც ბერაიას თქმით, 180 ათასი ლარი ღირს. IDFI-ის მონიტორინგის შედეგად, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მოქმედ კანონმდებლობაში არაერთი პრობლემა გამოვლინდა, რომლებიც აღნიშნულ სასამართლოში მის ეფექტურ ფუნქციონირებასა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას ხელს უშლის. "5 წლის განმავლობაში მოსამართლეებზე ჯამში გაცემულია დაახლოებით 2 მილიონი ლარის პრემია. ასევე მნიშვნელოვანი არის ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ჯამში გაცემულია უფრო მეტი პრემია ვიდრე სასამართლოს სხვა ყველა თანამშრომმელზე ერთად აღებული. ასევე გვქონდა კითხვები ზოგიერთი მანქანის ფასთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლომ შეიძინა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ შეძენილი თითქმის 180 ათას ლარიანი მანქანა ერთ-ერთი მაგალითია", - განაცხადა ბერაიამ.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)