|
2018-05-27 23:34:09, 1528 ნახვა
სამართალი
აქციაზე ხალხმრავლობის გამო რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - პროკურატურას კი ახალი მოთხოვნები წაუყენეს
აქციის „ნუ მომკლავ“ მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. მას შემდეგ, რაც პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი მომიტინგეების რაოდენობა გაიზარდა, აქციის ორგანიზატორებმა საპატრულო პოლიციას სთხოვეს, მათთვის სივრცე დაეთმოთ, შემდეგ კი საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე გადაინაცვლეს. ამჟამად რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მიმოსვლა გზის ორივე მხარეს გაჩერებულია. აქციის „ნუ მომკლავ" მონაწილეებმა'' პროკურატურას რამდენიმე მოთხოვნა წაუყენეს. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძისა მამის მთავარი მოთხოვნაა ყველა დამნაშავის დასჯა, „ვინც მის შვილზე ხელი ასწია". ამასთან აქციის მონაწილეები მოითხოვენ პასუხი აგოს მირზა სუბელიანმა (მკვლელობის დროს იგი პროკურატურის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო). „პროკურატურას არ უნდათ მირზა სუბელიანისა და მისი ოჯახის წევრების პასუხისგებაში მიცემა, რაც სრულიად საფუძველს მისცემს ამ საქმეს, რომ ჭეშმარიტების ფარდა აეხადოს", - ამბობს სარალიძე. აქციის მოთხოვნებს შორისაა დაისაჯოს ყველა, ვინც მტკიცებულებები გაანადგურა, „პასუხი აგონ საქმის გამყალბებელმა პროკურორებმა".
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)