|
2018-05-25 11:04:04, 1536 ნახვა
სამართალი
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა აქციას აანონსებს (ვიდეო)
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე აქციას აანონსებს. როგორც მან ხორავას ქუჩაზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აქცია სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით 27 მაისს, 19:00 საათზე გაიმართება. ამასთან, სარალიძის განცხადებით, აქცია პირვე ეტაპზე მშვიდობიანი ხასიათის იქნება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ სამართლიანობა არ აღდგება, აქციები მასიურ სახეს მიიღებს. „აუცილებლად უნდა დადგინდეს ჭეშმარიტება, რათა ამ საქმეს არ მოყვეს გაგრძელება ჩემი შვილის მეგობრების მხრიდან, რომლებიც ძალიან ნეგატიურად არიან განწყობილნი ამ გამოძიების მიმართ და ცდილობენ შური იძიონ. როცა დარწმუნდებიან იმაში რომ ზაზა სარალიძემ სამართლიანობას ვერ მიაღწია და უკან დაიხია, ჩათვალეთ, რომ დაიწყება მოზარდების ომი. ერთადერთ შემთხვევაში გადაიდება აქცია. როცა პროკურორთან შეხვედრის პროცესში დააკავებენ იმ ორი პირის გარდა, რომელთაც მისჯილი აქვთ, სხვა პირებსაც და მისცემენ პასუხისგებაში. თუ პირობას დადებს ბატონი შოთაძე რომ ყველა დასჯილი იქნება, გამოვალ, საზოგადოებას ბოდიშს მოვუხდი და აქციაც თავისთავად არ ჩატარდება. იმ შემთხვევაში თუ კონკრეტულ პასუხებს ვერ მივიღებ ჩემ კითხვებზე, რა თქმა უნდა ეს აქცია არ იქნება პირველი და არც ბოლო. აქციები მიიღებს მასიურ სახეს სანამ ჭეშმარიტება არ დადგინდება“,- აღნიშნა სარალიძემ.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)