15:04 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-24 16:36:32, 1373 ნახვა

კომენტარი
აბაშიძე: როგორც მოსალოდნელი იყო, კარასინმა თქვა, რომ ტატუნაშვილის საკითხის განხილვა ჟენევის ფორმატში უნდა გაგრძელდეს

პრაღაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა იყო.

როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა,  კარასინმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე საუბარი ჟენევის ფორმატში უნდა გაგრძელდეს.

„რუსმა კოლეგამ განაცხადა, რომ ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა ასეთი რამ აღარ განმეორდეს. მან თქვა ის რასაც ველოდი, რომ ამაზე საუბარი უნდა გაგრძელდეს ჟენევის ფორმატში“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. 

მისივე თქმით, შეხვედრაზე აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხზე საუბარი არ ყოფილა.

„რკინიგზის საკითხი საერთოდ არ განხილულა არც საელჩოს, არც SGS-ის და არც კულტურული ურთიერთობების კონტექსტში. საერთოდ არ ხსენებულა რკინიგზის საკითხი“, - აღნიშნა ზურაბა აბაშიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics