|
2018-05-23 18:27:10, 1432 ნახვა
კომენტარი
გელბახიანი: პირველადი დათვალიერებით, „ბასიანში“ ტექნიკა ან რაიმე ინვენტარი დაზიანებული არ არის
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა კლუბში შევიდეთ, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში გავმართავთ ივენთს, - ამის შესახებ კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზვიად გელბახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პირველადი დათავლიერებით, კლუბში ტექნიკა ან რაიმე ინვენტარი დაზიანებული არ არის, თუმცა, ადგილის შესწავლა მაინც მოხდება. „ეს იყო დაახლოებით 2 საათიდან პროცედურა, რომელსაც ერქვა პირველადი დათვალიერება. პირველადი დათვალიერებით, ტექნიკა დაზიანებული არ არის, ინვენტარი ადგილზეა, მაგრამ ჩვენ ჩვენი მხრიდანაც შევისწავლით და თუ რამე აღმოჩნდება, მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს. სიმართლე გითხრათ, იმდენად დიდი სივრცეა, რომ არ მაქვს ამჟამად ინფორმაცია რა დარღვევები ფიქსირდება და რა არა“, - განაცხადა გელბახიანმა. მან ასევე აღნიშნა, რომ კლუბის სამოქმედო გეგმაზე გადაწყვეტილება რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. „იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, კლუბში შევიდეთ, სავარაუდოდ ივნისის დასაწყისში გავმართავთ ივენთს. თუმცა, ჯერ სამოქმედო გეგმებზე გადაწყვეტილება არ მიგვიღია, რადგან დაახლოებით ორი საათია ვიმყოფებით კლუბში. აქედან გავემართებით კლუბის მენეჯმენტთან ერთად და სამომავლო გეგმებზე უახლოეს საათებში შეგატყობინებთ“, - განაცხადა გელბახიანმა. შეგახსენებთ, 12 მაისის სპეცოპერაციის შემდეგ, კლუბ "ბასიანის" კარი დღეს პირველად გაიღო. კლუბში არსებულ მდგომარეობას მფლობელები და მათი ადვოკატები სამართალდამცველებთან ერთად გაეცნენ.
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)