10:59 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-23 15:29:07, 735 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ I კვარტლის ანგარიში და ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებები წარადგინა

დღეს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ, უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, 2018 წლის I კვარტლის საქმიანობის ანგარიში და მიმდინარე წელის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებები წარადგინა.

2018 წლის პირველ კვარტალში, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებით 5 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა. წელს სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 33 პროგრამას ახორციელებს, აქედან 24 პროგრამა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით მოქმედებს, დანარჩენი საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და დასაქმებაზე ნაწილდება.

პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულებამ შეადგინა 95,9%. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ცვლილების ფარგლებში კი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება - 1,062,686 ლარით და იქნება - 16,828,505 ლარი.

კერძოდ, 200,000 ლარი ემატება „გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომახურების“ პროგრამას, 500,000 ლარით იზრდება „ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების“ პროგრამა. 150,000 ლარი დაემატება „მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაციას“.

ასევე, დაგეგმილია „მარტოხელა დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფისა“და „შშმ და ხანდაზმულ პირთა სხვა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის“ პროგრამების დაფინანსების ზრდა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზაფხულის დასაწყისიდან მეორედ, ნატოს გამანადგურებლებმა ლატვიის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს
წლის დასაწყისიდან უკრაინულმა დრონებმა რუსეთის უდიდეს ბალტიისპირეთის პორტს მეექვსეჯერ დაარტყეს
ევროკავშირში მეორე სამხედრო ქარხანა აფეთქდა, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მომწოდებლებთან იყო დაკავშირებული
უკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics