|
2018-05-23 15:17:26, 1816 ნახვა
ეკონომიკა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართულ შეხვედრას „ტვიტერზე“ ეხმაურება
საქართველოს პირველ-ვიცე პრემიერთან, დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართულ შეხვედრას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე ტაო ჟანგი გამოეხმაურა. მის კომენტარს საერთაშორისო სავალუტო ფონდი „ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს. „საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი რეფორმების შესრულებაში წინ მიიწევს. რეფორმების დაჩქარება ქვეყანაში უფრო მაღალ და ყოვლისმომცველ ზრდას შეუწყობს ხელს" - აცხადებს ტაო ჟანგი. დიმიტრი ქუმსიშვილისა და ტაო ჟანგის შეხვედრა ვაშინგტონში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა სექტორულ და ფისკალურ ჭრილში საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე ისაუბრეს, ასევე მიმდინარე და სამომავლო რეფორმები განიხილეს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი დიმიტრი ქუმსიშვილის ინიცირებით დაწყებული საკრედიტო - საგარანტიო რეფორმა იყო, რომლის გატარებაშიც საქართველოს დახმარებას სავალუტო ფონდი დახმარებას გაუწევს. საკრედიტო - საგარანტიო მექანიზმის ამოქმედება საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე წვდომას მნიშვნელოვნად გაუადვილებს. რეფორმა ითვალისწინებს სპეციალური ფონდის ჩამოყალიბებას, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს ბანკებიდან აღებული სესხების დაბრუნებას გარანტორად დაუდგება. აღნიშნული რეფორმა კიდევ ერთ სტიმულს მისცემს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
(NS)
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)