|
2014-12-31 14:40:46, 4480 ნახვა
მსოფლიო
ილვესი მოსკოვში საცხრამაისოდ არ ჩავა
ესტონეთის პრეზიდენტი ტოომას ჰენდრიკ ილვესი მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავის აღსანიშნად გამართულ ღონისძიებებს არ დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის პრეზიდენტის კანცელარია ავრცელებს. „პრეზიდენტი პატივს სცემს ყველა მსხვერპლის ხსოვნას, რომელიც ესტონეთისთვის 1939 წლის 23 აგვისტოს, მოლოტოვ-რიბენტროპის აქტის გაფორმებით დაიწყო. ესტონეთი ისევე, როგორც მთელი ევროკავშირი, უარს ამბობს ძალისმიერ პოლიტიკაზე და დემოკრატიული ევროპის აშენება სურს, სადაც ადამიანების, ხალხების და ქვეყნების ბედი, კედლებით, გავლენის სფეროებით და შეთქმულებებით არ ისაზღვრება. ესტონეთი ევროპაში საბრძოლო მოქმედებების დასრულებას 8 მაისს აღნიშნავს. ჩვენ არ ვიხსენებთ და პატივს არ ვაგებთ არც ერთის გამარჯვებას, ან დამარცხებას. ჩვენ პატივს ვაგებთ მსხვერპლთა ხსოვნას, რომლებიც საკუთარ ქვეყანას იცავდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში. აღსანიშნვია, რომ მანამადე, მოსკოვში გამგზავრებაზე უარი ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემაც განაცხადა.
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)