|
2018-05-23 09:33:15, 1582 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ჩერქეზიშვილი იაპონური კომპანია NEXI-ის ხელმძღვანელებს შეხვდა
იაპონური კომპანია Nippon Export and Investment Insurance-ის (NEXI) საქართველოში საქმიანობის დაწყების შესაძლებლობები განიხილეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გიორგი ჩერქეზიშვილისა და NEXI-ის თავმჯდომარის, კაზუჰიკო ბანდოს შორის გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარა ესწრებოდა. NEXI იაპონიის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კომპანიაა, რომელიც იაპონურ კომპანიებსა და ბანკებს სთავაზობს სხვადასხვა პოლიტიკური და კომერციული რისკებისგან სავაჭრო/საინვესტიციო დაზღვევას, რათა ხელი შეუწყოს მათ საერთაშორისო საქმიანობაში. შეხვედრის საუბრის თემა NEXI-ს საქმიანობის საქართველოში წამოწყების პერსპექტივა და შესაძლებლობები იყო. გიორგი ჩერქეზიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა შეხვედრის მნიშვნელობა და განაცხადა, რომ NEXI-სთან ახლო ურთიერთობა ხელს შეუწყობს იაპონური ინვესტიციების და კომპანიების შემოდინებას ქართულ ბაზარზე. სამინისტროს მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბექა თაბაგარი და ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის აზია-აფრიკის რეგიონისა და სხვა ქვეყნების სამმართველოს უფროსი ნინო გამხარაშვილი.
(NS)
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)