|
2018-05-23 09:31:14, 1351 ნახვა
ეკონომიკა
ტაო ჟანგი: საქართველოს ძალიან კარგი შედეგები აქვს ეკონომიკური ზრდისა და რეფორმების მიმართულებით
"მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ძალიან კარგი შედეგები აქვს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით და რეფორმების კუთხით. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ამ შეხვედრაზე, რომ ვაგრძელებთ მათთან მუშაობას, რათა განხორციელდეს დასახული მიზნები და რა თქმა უნდა, ჩვენ საუკეთესოს ვუსურვებთ საქართველოსა და ქართველ ხალხს”, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილემ ტაო ჟანგმა საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრა აშშ-ში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ფარგლებში გაიმართა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან საუბარი წარიმართა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე, როგორც სექტორულ, ისე ფისკალურ ჭრილში. ასევე ყურადღება გამახვილდა მიმდინარე და სამომავლო ეკონომიკურ რეფორმებზე. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო საკრედიტო - საგარანტიო რეფორმა, რომლის გატარებაშიც საქართველოს სავალუტო ფონდი დახმარებას გაუწევს.
(NS)
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)