15:03 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-22 16:30:50, 1412 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: ყველა ზომაა მიღებული, რომ სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ მიიღოს

„ყველა შესაბამისი ზომა იქნა მიღებული იმისთვის, რომ საქართველოს სასარგებლოდ იქნეს მიღებული გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოში. პარლამენტი, რა თქმა უნდა, დააკვირდება ამ პროცესს",- ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ  ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელზე საუბრისას განუცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გაიმართა, სადაც საქმის თითოეული დეტალი განიხილეს.

„პარლამენტი დაინტერესდა ამ საქმის მიმდინარეობით. ჩვენ გვქონდა საგანგებო შეხვედრა, სპეციალური შეხვედრა ამასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრთან, მთავრობის წარმომადგენლებთან, განვიხილეთ თითოეული დეტალი ამ საქმის, მათ შორის, განვიხლეთ ის, თუ როგორ არის ჩვენი ქვეყნის არგუმენტები მომზადებული, რა სახის არგუმენტებია, მტკიცებულებები წარმოდგენილი და ჩვენ ვფიქრობთ, დავრწმუნდით, რომ ყველა შესაბამისი ზომა იქნა მიღებული იმისთვის, რომ საქართველოს სასარგებლოდ იქნეს მიღებული გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოში. პარლამენტი, რა თქმა უნდა, დააკვირდება ამ პროცესს",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics