13:42 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-21 10:41:43, 1220 ნახვა

კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: „ბლექ სი არენაზე“ Check in Georgia-ს ღირსეული გახსნა გვქონდა

"ბლექ სი არენაზე" Check in Georgia-ს ღირსეული გახსნა გვქონდა მაესტრო მორიკონეს დაუვიწყარი კონცერტით, რომელშიც თბილისის ოპერის 70-კაციანი გუნდიც მონაწილეობდა", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „ბლექ სი არენაზე" ენიო მორიკონეს კონცერტის დასრულების შემდეგ განაცხადა.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, Check in Georgia-ს ფარგლებში წელს კიდევ არაერთი, ძალიან კარგი კონცერტი გაიმართება, რომელიც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს როგორც ტურიზმის, ასევე  შოუბიზნესის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში.

„დარწმუნებული ვარ, მორიკონეს კონცერტით თითოეულმა იქ მყოფმა დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მიიღო. ცოცხალი კლასიკოსისგან  მოვისმინეთ  მუსიკა, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს. Check in Georgia-ს  ფარგლებში წელს კიდევ არაერთი ძალიან კარგი კონცერტი გვექნება, რომელიც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში ისევე, როგორც შოუ-ბიზნესის განვითარებას", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics