|
2018-05-19 10:03:40, 1686 ნახვა
სამართალი
პოლიციის მაღალჩინოსანი ქვეითად მოსიარულე ჯარისკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა
ხურვალეთში, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ერედვის რაიონული სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდას დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი შეიარაღებული ძალების პირველი კლასის რიგითია. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 18 მაისს სოფელ ახალი ხურვალეთის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყეს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას, 3 წლამდე ვადით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით. პირველადი ინფორმაციით, 2018 წლის 18 მაისს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ერედვის რაიონული სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი, პოლიციის მაიორი თენგიზ კოლოტაშვილი საკუთარი ავტომანქანით სოფელ ხურვალეთის საავტომობილო გზაზე მოძრაობდა, რა დროსაც სოფელ ახალ ხურვალეთთან შეეჯახა ქვეითად მოსიარულეს, შეიარაღებული ძალების პირველი კლასის რიგითს, 1995 წელს დაბადებულ ვ. მ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)