10:13 - 14 Aug, 2026
|
2018-05-18 14:53:43, 921 ნახვა
რეგიონი
„საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი სოფელ ზემო არქევანის მოსახლეობას შეხვდა
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი, არჩილ ბუკია, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო არქევანის მოსახლეობას შეხვდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე სარწყავ სისტემებზე არსებული ვითარება და საირიგაციო მომსახურების გაუმჯობესების საკითხები განიხილეს. „იმისათვის, რომ სოფელში სარწყავი წყლის მიწოდების პროცესი დარეგულირდეს და შეფერხების გარეშე მიეწოდოს მოსახლეობას სარწყავი წყალი, აუცილებელია ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიცვას წყალმოხმარების გრაფიკი, რათა წყალი თანაბრად და ოპტიმალურად გადანაწილდეს“, - აცხადებენ სამინისტროში. რწყვის სეზონის პარალელურად საქართველოს მელიორაცია სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას აგრძელებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)