|
2018-05-18 14:14:38, 1654 ნახვა
სამართალი
კახიძე - შს მინისტრთან კითხვები გამოუძიებელ საქმეებზე, გაზრდილ კრიმინალსა და 12 მაისის სპეცოპერაციაზე გვექნება
გამოუძიებელ საქმეებზე, გაზრდილ კრიმინალსა და 12 მაისის სპეცოპერაციის მიზანშეწონილობაზე გავამახვილებთ ყურადღებას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ შს მინისტრის პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კახიძემ აღნიშნა, ოპოზიციას აინტერესებს, რა ქმედით ღონისძიებებს ატარებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში არსებული ვითარების გასაუმჯობესებლად. ,,ჩვენ გვაქვს დანაშაულის უპრეცენდენტო ზრდა, რაც ძალიან აწუხებს ჩვენს საზოგადოებას. გვაინტერესებს თუ რა ქმედით ღონისძიებას ატარებს სამინისტრო ამ ვითარების შესაცვლელად, ვინაიდან სისხლის სამართლის პოლიტიკის ცვლილებას ჩვენ ვერ ვხედავთ. ამავე დროს მრავლად არის გამოუძიებელი საქმეები, რომელიც დაგროვილია სამინისტროში. პრობლემაა პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების და ამ საკითხებზე რეაგირების შემთხვევები. აუცილებლად შევეხებით 12 მაისის სპეცოპერაციას, რამდენად მიზანშეწონილი იყო სპეცრაზმის გამოყენება და კლუბებში შეჭრა მაშინ, როდესაც დაკავებულები იყვნენ უკვე ნარკორეალიზატორები და რა კავშირი აქვს ხელისუფლებას მოძალადე ფაშისტურ ჯგუფთან, რომლის გამოყენებითაც დააშანტაჟეს კანონიერი კონსტიტუციური აქციის მონაწილეები“, - განაცხადა ოთარ კახიძემ. ცნობისთვის, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას მოუსმენენ.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)