|
2018-05-18 12:01:43, 1360 ნახვა
სამართალი
მეუღლის ცემისთვის ბრალდებულს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ მეუღლის ცემისთვის ბრალდებულს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს: უწყების ინფორმაციით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განხორციელებული ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ბრალდებული გ.ლ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.120-ე მუხლით. "სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 5 ოქტომბერს გ.ლ.-მ, ქ.თბილისში, მისსავე საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ხელებით და ფეხებით, ასევე ბლაგვი საგნის გამოყენებით სცემა მეუღლეს - თ.მ.-ს, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება. გ.ლ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111.120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ლ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)