10:13 - 14 Aug, 2026
|
2018-05-14 12:47:15, 712 ნახვა
რეგიონი
დაკვამლიანების გამო რიკოთის გვირაბში მოძრაობა 20 წუთით შეიზღუდა
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის გვირაბში მოძრაობისას, გაუმართავი ავტობუსის მიზეზით გამოწვეული დაკვამლიანების გამო, ხილვადობა ძალიან დაბალი იყო და უსაფრთხოების მიზნით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა 20 წუთით შეჩერდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისმა სამსახურმა, შემდგომი რეაგირებისთვის ფაქტის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინსიტროს აცნობა. ამ ეტაპზე, რიკოთის საავტომობილო გვირაბში პრობლემა აღმოფხვრილია და ავტოტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, მოუწოდებს მძღოლებს იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)