|
2018-05-12 23:23:46, 1970 ნახვა
სამართალი
ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს, მათ ადვოკატებს კი, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი
ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულ 8 პირს ბრალი წარუდგინეს. მათ გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას და გასაღებას ედავება. ამასთან, ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებენ, რადგან გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი „რაც შეეხება გამოძიებაში არსებულ ცნობებს, მე ვერ გეტყვით იმიტომ, რომ ხელი მაქვს მოწერილი გაუთქმელობაზე. ძალიან დიდი ემოციური ფონი მოჰყვა ამ ყველაფერს. ამ მტკიცებულების გახმაურება გარკვეულწილად დააზარალებს, მათი აზრით, გამოძიებას. ვფიქრობ, რომ ეს ასე არ არის იმიტომ, რომ ხალხმა უნდა იცოდეს, რა მოხდა და როგორ მოხდა“, – განაცხადა ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა ირაკლი ჩუტკერაშვილმა. კიდევ ერთი ადვოკატი ნინო ლალიაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არა კლუბში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, არამედ დიღომში დააკავეს. ამსთან, ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განცხადებით, კლუბში არც მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაუკავებიათ. „საქმის მასალები, მიუხედავად იმისა, რომ ბრალის წარდგენა მოხდა, ჯერჯერობით არ გადმოგვეცა. შესაბამისად, რამდენად დასაბუთებული არის პროკურატურის მოთხოვნა, ამ ეტაპზე ამაზე საუბარი, შეუძლებელია“, - განაცხადა ფანცულაიამ. შეგახსენებთ, გვიან ღამით კლუბ „ბასიანსა“ და კაფე „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, შსს-ს ცნობით 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებულების მიერ კლუბში ნარკოტიკული საშუალების გასაღების თითოეულ ფაქტზე პოლიციას გააჩნია მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ვიდეოჩანაწერი.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)